aviabiletebi
აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მე თამაზ მოლაშვილს, შვილმკვდარ მამას სადმე რომ შემხვდნენ ვაშაძის შეწყალებული ხალხი, ეს შეხვედრა როგორ დამთავრდება?”

aviabiletebi
ავიაბილეთები

სულხან მოლაშვილის მამა, თამაზ მოლაშვილმა განაცხად, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოებას ზიზღს იწვევს და ქართველი ხალხის წინაშე ბევრი დანაშაული აქვთ ჩადენილი.

როდესაც გრიგოლ ვაშაძეს არეგისტრირებდნენ საპრეზიდენტო კანდიდატად ხომ იცოდნენ, საზოგადოების აზრი, რომ 5 ნომერი, „ნაციონალური მოძრაობა“ რამხელა ზიზღს იწვევდა. მარტო ის ხომ არ არის, რომ სასამართლომ ბრალი დასდო, თუ არ დასდო.

უცებ წარმოვიდგინე ასეთი ამბავი, რომ პრეზიდენტად აირჩიეს გრიგოლ ვაშაძე, რომელიც ამბობს გვარებს, რომ ამას, ამას გავათავისუფლებ. მე წარმოვიდგინე ასეთი ამბავი, დედა გარდამეცვალა, ძმა, მეუღლე, მაგრამ ჩემი შვილი. უცებ წარმოიდგინეთ, რომ მისი განმთავისუფლებელი ხალხი ქორწილში შემხვდა, მე თამაზ მოლაშვილს, შვილმკვდარ მამას, ქელეხში შემხვდა, ვეკითხები ნებისმიერ ადამიანს, ეს შეხვედრა როგორ დამთავრდება? ეს მუქარა არ არის, მაგრამ იქ ვინ რას მოიმოქმედებს, ნურავინ ნუ დაგეგმავს წინასწარ. რანაირად, უნდა შევხედო მე იმ გათავისუფლებულ პიროვნებებს” – განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.

მისივე თქმით, არ ითხოვს სასჯელს, მაგრამ აუცილებელია, ეს ხალხი გამოიყვანონ და თქვა, რომ დამნაშავეები არიან.

ამდენ გამწარებულ ხალხს, რომ ესენი შეგვხვდებიან გიფიქრიათ, როგორ დამთავრდება ეს შეხვედრა, მე მიფიქრია, ან ერთ დარჩება, ან მეორე. უფრო ცუდი რომ არ მოხდეს, იქნებ სახელმწიფომ ესენი დააყენოს სამარცხვინო ბოძზე, ან შეარცხვინონ, ან ბოდიში მოახდევინონ“, – განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.

შეგახსენებთ, სულხან მოლაშვილი აცხადებდა, რომ პატიმრობის დროს გიგა ბოკერიამ, ზურაბ ადეიშვილმა და გოგა გრიგალაშვილმა აწამეს. სულხან მოლაშვილი 47 წლისა, 2016 წელს გარდაიცვალა.

იტვირთბა....