aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეჭიაური: “თიანეთის მერიის სხდომათა დარბაზში ხატი მეუფეს თხოვნით დავაბრძანეთ”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ამჟამად ეკლესიაში შიდა სამუშაოები მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, მეუფე მიქაელმა მთხოვა, რომ ხატი კულტურის სახლში დაგვებრძანებინა, – ასე ეხმაურება “მეტრონომთან” საუბრისას თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური მერიის შენობაში ხატის დაბრძანების ფაქტს.

“პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ათონის ივერიის ღვთისმშობლის ხატი საქართველოში მოგზაურობს და მას ბოლოს მახათას მთაზე დააბრძანებენ. ჩვენთან სამების ტაძარში უნდა დაებრძანებინათ ხატი. ამჟამად ეკლესიაში შიდა სამუშაოები მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, მეუფე მიქაელმა მთხოვა, რომ ხატი კულტურის სახლში დაგვებრძანებინა. აქაც სამუშაოები მიმდინარეობს და რადგან სხვა დარბაზი აღარ გვაქვს, ხატი სხდომათა დარბაზში დავაბრძანეთ”, – აცხადებს მეჭიაური.

შეგახსენებთ, რომ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის “ფეისბუქის” გვერდზე გავრცელდა ფოტოები, რომლის მიხედვითაც ხატი მერიის სხდომათა დარბაზშია დაბრძანებული.

იტვირთბა....