aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

მეუღლის და არასრულწლოვანი შვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის საქალაქო სასამართლომ მეუღლის და არასრულწლოვანი შვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 25 აპრილს და 7 მაისს, ო.მ.-მ სოფელ ფონიჭალაში, მეუღლის დ.გ.-ს და არასრულწლოვანი შვილის მიმართ განახორციელა ძალადობა, რა დროსაც მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

“სამართალდამცველებმა ო.მ. 2018 წლის 10 მაისს, ქ. თბილისში დააკავეს. მას ბრალდება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, მეორე ნაწილის ,,ა“,  „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით  (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით და არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა”- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო აღნიშნული პირი და მას სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

იტვირთბა....