aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეუფე სპირიდონი: “გალსტუკიანი ხალხი, რომლებმაც ეკლესიასთან გაიარეს თავს თეოლოგებად თვლიან”

aviabiletebi
ავიაბილეთები

სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით თეოლოგებს მიმართავს. ინფორმაციას “ტაბულა” ავრცელებს.

“ახლა ზოგიერთი ამბობს, უკრაინის ეკლესიას უნდა დამოუკიდებლობა და როგორ შეიძლება მხარი არ დავუჭიროთო. შე დალოცვილო, ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე რომ ლაპარაკობ არ ეკითხები ზეციურ ეკლესიას? დღეს იმათი ხსენებაა. არ ეკითხები სერაფიმე საროველს, სერგი რადონეჟელს, დანიელ მოსკოველს, იოანე კოშტანდელს, სერაფიმე ვირიცელს, მატრონა მოსკოველს, ქსენია პეტერბურგელს, ალექსანდრე სვირიელს, იო პაჩაეველს, არ ეკითხები პეჩორის წმინდა მამებს?

როგორ წყვიტავ შენ გალსტუკიანი და ჯინსებიანი რომ ხარ და თავს თეოლოგად რომ თვლი, საოცარია კაცო, კიდევ ვამბობ, წარმოიდგინეთ უდაბნოში ცხოვრობდნენ მამები, მკვდრებს აცოცხლებდნენ, იმათ არ უკადრებიათ თავიანთი თავისთვის, ვერ გაბედეს ეთქვათ, რომ თეოლოგები ვართო და ეს ბოდიში და გალსტუკიანი და ჯინსებიანი ხალხი, რომლებიც ეკლესიასთან გაიარეს და ბოდიში და არაყი დალიეს და პივა მიაყოლეს, იძახიან ჩვენ ვართ თეოლოგებიო” – ნათქვამია მეუფე სპირიდონის განცხადებაში.

იტვირთბა....