aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეუფე პეტრე: უკრაინის ეკლესიისთვის არმილოცვა რუსეთის ეკლესიისადმი მიმსგავსება იქნება

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მოპოვების არმილოცვა რუსეთის ეკლესიისადმი მიმსგავსება იქნება

ამის შესახებ მან TVპირველთან ინტერვიუში განაცხადა.

„რა თქმა უნდა, სიფრთხილე საჭიროა, მაგრამ არანაირი წონადობა იმ არგუმენტებს, რომ ჩვენ არ დავდგეთ სიმართლის მხარეს და 50-მილიონიან ქვეყანას, რომელმაც ათწლეულები იბრძოლა, რომ ჰქონოდა დამოუკიდებელი ავტოკეფალური ეკლესია და მიაღწია ამას, არ მივულოცოთ და მათი სიხარული არ გავიზიაროთ. მე-20 საუკუნის დასაწყისიდან, წმინდა ილია მართალი ხელმძღვანელობდა ავტოკეფალიის საკითხს, შემდეგ გადაიდო, 1943 წლამდე ველოდებოდით სანამ რუსეთის ეკლესია გვაღირსებდა, პოლიტიკური ჩარევა იყო იმდროინდელი მმართველის მხრიდან. შემდეგ 1990 წელს მივიღეთ ტომოსი და როგორი ბედნიერება იყო ეს ჩვენთვის და სხვისი ბედნიერების გაუზიარებლობა… მაშინ რუსეთის ეკლესიას უნდა მიემსგავსო, რომელიც კაენის მდგომარეობაშია, ძმამ რომ შურით ძმა მოკლა, კაენისეული მდგომარეობაა, როდესაც შურს მისი წარმატება“, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

იტვირთბა....