aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეუფე დიმიტრი: პატრიარქის ანდერძი გულისხმობს მხოლოდ ერთ ხმას, ახალ პატრიარქს კრება ირჩევს

aviabiletebi
ავიაბილეთები

პატრიარქი ტოვებს ანდერძს, მაგრამ ეს არის მისი ერთი ხმა, – ტარას შავშიშვილის ამ ინტერვიუზე კომენტარი მატროსოვოს ციხიდან გამოსულმა მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრი შიოლაშვილმა გააკეთა, რომელიც ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზის მოსანახულებლად თითქმის ორი საათი იყო შესული:

,,პატრიარქს ქამარი აქვს, ამ ქამარზე გასაღები, ამ გასაღებზე სოსოს მიუწვდებოდა ხელი, სეიფია და იქ ანდერძია-ეს ძალიან სასაცილოა და მხოლოდ ზღაპრებში წამიკითხავს.

პატრიარქი ტოვებს ანდერძს, მაგრამ ეს არის მისი ერთი ხმა. როდესაც ხდება მოსაყდრის არჩევა, ამ მოსაყდრის ფუნქციაა კრება მოიწვიოს ახალი პატრიარქის ასარჩევად და მიწას მიაბაროს გარდაცვლილი და ეს თუ ოხანაშვილთან შეთანხმებული იყო, არ ვიცი. მე მეეჭვება რომ ყოფილიყო მასთან შეთანხმებული“-ამბობს მეუფე.

დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელსაც პატიმრობა 9 წლით აქვს მისჯილი, შურისძიების მიზნით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის ორგანიზების მცდელობისთვის, მეუფე დიმიტრის ნახვას რამდენიმე თვის წინ ითხოვდა.

იხილეთ: “შორენას ოთახში კურდღლის ფეხები იპოვეს”: ტარას შავშიშვილი შორენა თეთრუაშვილზე საუბრობს (ვიდეო)

იტვირთბა....