aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეტროში მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე სასწრაფო დახმარების ცენტრში მოკვლევა მიმდინარეობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი გუშინ მეტროსადგურ “ტექნიკურ უნივერსიტეტში” მომხდარ შემთხვევაზე განცხადებას ავრცელებს.

“მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს, 18 საათსა 24 წუთზე მეტროსადგურ „ტექნიკური უნივერსიტეტიდან“ მოქალაქემ გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

გამოძახების მიზეზად საშუალო ასაკის მამაკაცის უგონო მდგომარეობა დასახელდა. მისამართის მიღებიდან 8 წუთში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ადგილზე იყო. პაციენტს დაუყოვნებლივ ჩაუტარდა ასეთი შემთხვევისთვის პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი ღონისძიება.

რაც შეეხება ამ ფაქტთან მიმართებაში სოციალურ ქსელში გავრცელებულ სხვადასხვა სახის ინტერპრეტაციას, ამასთან დაკავშირებით თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში მიმდინარეობს მოკვლევა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

მეტროსადგურ „ტექნიკურ უნივერსიტეტში“ 45 წლამდე ასაკის მამაკაცი გუშინ გარდაიცვალა.

იტვირთბა....