aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეტროს მემანქანეებსა და კახა კალაძეს შორის შეხვედრა დასრულდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეებსა და თბილისის მერს კახა კალაძეს შორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

როგორც ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ თბილისის ვიცე მერმა ირაკლი ხმალაძემ განუცხადა, თბილისის მერიის წარმომადგენლები ამ წუთებში გლდანის დეპოში მიდიან, სადაც თბილისის მეტროპოლიტენის სხვა გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდებიან და მოლაპარაკებებს გამართავენ. ვიცე მერმა აღნიშნა, რომ პრობლემის მოგვარების კუთხით მზაობა მხარეებს შორის არსებობს.  ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცლებს.

თავის მხრივ, კომენტარი გააკეთეს მეტროპილიტენის იმ თანამშრომლებმაც, რომლებიც შეხვედრას ესწრებოდნენ და აღნიშნეს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება მიღებული იქნება ერთობლივი მსჯელობის საფუძველზე.

თბილისის მერიაში დახურულ კარს მიღმა შეხვედრა დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა.

იტვირთბა....