aviabiletebi
ახალი ამბები კრიმინალი მთავარი სამართალი

„მეტრონომი“ სასამართლო პროცესიდან: რატი გაჩეჩილაძე გვარამიას საქმეში თავს დამნაშავედ ცნობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში რატი გაჩეჩილაძის მიერ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ გამოხატული ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით წინასასამართლო სხდომა გაიმართა, რომელსაც მოსამართლე ბადრი შონია განიხილავდა.

დღევანდელ სხდომაზე მხარეების მიერ მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი განიხილებოდა.

მოსამართლის კითხვაზე, ცნობდა თუ არა წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ ბრალდებული რატი გაჩეჩილაძე, მან უპასუხა, რომ თავს დამნაშვედ ცნობს.

„სასამართლომ შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. მიიჩნია, რომ ყველა მათგანი მოპოვებული იყო სისხლის სამართლებრივი კანონმდებლობის სრული დაცვით. სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ საქმეზე აუცილებლად ალბათობის მაღალი ხარისხით დადგება გამამტყუნებელი განაჩენი. შესაბამისად, საქმე არსებითად განსახილველად გადასცა თბილისის საქალაქო სასამართლოს.

მტკიცებულებათა შორის არის მოწმეთა ჩვენებები, დაკითხულია არაერთი პიროვნება, ყველა აღნიშნული ინციდენტის შემსწრე პიროვნება. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ბუნებრივია, თავად დაზარალებულის გამოკითხვის ოქმი. ასე, რომ მტკიცებულებების ერთობლიობით ვვარაუდობთ, რომ საქმეზე მიღებული იქნება გამამტყუნებელი განაჩენი და რატი გაჩეჩილაძე ცნობილი იქნება დამნაშავედ.

ამ ეტაპზე ჩვენ შორის საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს“-განუცხადა „მეტრონომს“ ბექა ხუნაშვილმა.

ბრალდებულმა რატი გაჩეჩილაძემ და მისმა ინტერესების დამცველებმა ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთეს.

საქმე არსებითად განსახილველად საქალაქო სასამართლოს გადაეცა. მომდევნო სხდომა კი 6 მარტს, 14 საათზე ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ცემის ფაქტზე იანვარში რატი გაჩეჩილაძე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია:

“შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული რ.გ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 იანვარს თბილისში, რესტორან “დაინინგ რუმში” ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა 1976 წელს დაბადებულ ნ.გ.-ს”, – ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ითალისწინებს სისტემატურ ცემას ან სხვაგვარი ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია. აღნიშნული ქმედება ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე“- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

მოგვიანებით, დაკავებულ რატი გაჩეჩილაძეს სასამართლომ გირაოს სახით 5 000 ლარი შეუფარდა.  დაცვის მხარე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა, უკიდურეს შემთხვევაში კი გირაო სახით 1000 ლარის გამოყენებაზე საუბრობდა. აღმკვეთ ღონისძიებად 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას გაჩეჩილაძისთვის პროკურატურა ითხოვდა.

ნინო ცხადაია

 

145

იტვირთბა....