aviabiletebi
აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მეტრონომის” წინასაარჩევნო კვლევა: ზურაბ ჯაფარიძის რეიტინგი საგრძნობლად გაზრდილია

aviabiletebi
ავიაბილეთები

“მეტრონომმა” დაიწყო გამოკითხვა (მითითებულ ლინკზე შეგიძლიათ მისცეთ ხმა) – ვის ისურვებდით საქართველოს პრეზიდენტად. ინტერნეტ მომხმარებელს შეუძლია შევიდეს საიტის გვერდზე და ხმა მისცეს სასურველ კანდიდატს, ან მიუთითოს, რომ არც ერთ პოლიტიკოსს არ უჭერს მხარს.

რა თქმა უნდა, “მეტრონომს” არ აქვს პრეტენზია, რომ გამოკითხვა აპრიორი ზუსტ შედეგს აჩვენებს, ყოველგვარი ცდომილების გარეშე. თუმცა, გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი.

პირველი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ჩვენ თბილისის მერის არჩევნების დროსაც გვქონდა მსგავსი კვლევა. გამოკითხვაში მონაწილეობა 100 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო, ხოლო შედეგები ასე გადანაწილდა, რაც რეალურ შედეგებს დაემთხვა:

პოლიტოლოგებმა ოფიციალურ შედეგებამდე “მეტრონომის” კვლევა რეალურად მიიჩნიეს. გამოკითხვის შედეგები რამდენიმე ტელევიზიამაც დაიმოწმა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი – ერთ ადამიანს მხოლოდ ერთხელ შეუძლია, ხმის მიცემა.

გამოკითხვაში ფიგურირებს ორი კანდიდატი, ამჟამინდელი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი, რომელთაც ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ მიიღებენ თუ არა მონაწილეობას არჩევნებში.

ამ ეტაპზე, ხმა მისცა 4 000-ზე მეტმა ადამიანმა. გარკვეული დროის შემდეგ შედეგები, შესაძლოა, რადიკალურადაც შეიცვალოს.

მიუხედავად ბოლო პერიოდში პატრიარქზე გაკეთებული თამამი განცხადებისა, რეიტინგს “გირჩის” საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე ლიდერებს შორისაა, ისევე როგორც “ძალა ერთობაშია”-ს ლიდერი გრიგოლ ვაშაძე.

როგორც ჩანს, მოგებულმა სასამართლო პროცესმა, რომლის მეშვეობითაც მარიხუანას მოხმარებაზე ჯარიმა გაუქმდა, ჯაფარიძის რეიტინგზე დადებითად აისახა.

გუგლის მონაცემებით, “მეტრონომზე” ყველაზე ხშირად მამრობითი სქესის წარმომადგენელი შემოდის – 54,15%, ხოლო 45,85% ქალი ნახულობს საიტს. რაც შეეხება ასაკს, ყველაზე ხშირად საიტს 25-34 წლამდე ასაკის ადამიანები სტუმრობენ, ჯამში მათი რაოდენობა მთლიანი შემომსვლელების 33,50%-ია.

იტვირთბა....