aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

მესტიაში 70 წლის კაცის ცემით მოკვლის ბრალდებით ძმები დააკავეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

მესტიის რაიონის სოფელ ლენჯერში მამაკაცის ცემის ფაქტზე, რომელიც მესტიის საავადმყოფოში გარდაიცვალა, პოლიციამ ორი ძმა დააკავა. შემთხვევა 27 ნოემბერს მოხდა.

დანაშაულის საქმე სს კოდექსის 117-ე მუხლით არის აღძრული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, 27 ნოემბერს სოფელ ლენჯერში მამაკაცი ცემით მოკლეს. ადგილობრივებმა ის გზაზე იპოვეს და საავამდყოფოში გადაიყვანეს. პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

იტვირთბა....