aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მერკელი პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

23 აგვისტოს თბილისს ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ანგელა მერკელი ეწვევა.

კანცლერი საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრით დაიწყებს.

ანგელა მერკელს თბილისის აეროპორტში საქართველოს საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დახვდება, რის შემდეგაც დახვედრის ოფიციალური ცერემონია მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება. გერმანიის კანცლერი საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, პირისპირ, ასევე, გაფართოებულ ფორმატში შეხვდება. შეხვედრის შემდეგ კი, ანგელა მერკელი და მამუკა ბახტაძე ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

ვიზიტის პირველივე დღესვეა დაგეგმილი გერმანიის კანცლერის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, რის შემდეგაც ანგელა მერკელი გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

ასევე, 23 აგვისტოს გაიმართება ოფიციალური სადილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის სახელით.

ანგელა მერკელი შეხვედრებს თბილისში ვიზიტის მეორე დღეს, 24 აგვისტოსაც გამართავს, მათ შორის დაგეგმილია გერმანიის კანცლერის შეხვედრები ოპოზიციის წარმომადგენლებსა და სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ მონაწილე გერმანელ ჯარისკაცებთან.

ანგელა მერკელთან ერთად, გერმანიის დელეგაციაში შედიან: სახელმწიფო მდივანი, სპიკერი შტეფენ საქართველოში გერმანიის ელჩი ჰაიკე ფაიჩი;საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კანცლერის მრჩეველი იან ჰეკერი; ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკის საკითხებში კანცლერის მრჩეველი ლარს ჰენდრიკ როელერი; ევროპული პოლიტიკის საკითხებში კანცლერის მრჩეველი უვე კორსეპიუსი; კანცელარიის სამხრეთ კავკასიის განყოფილების უფროსი მათიას ლიუტენბერგი.

იტვირთბა....