aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მერკელისგან მივიღე დაპირება, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან დაკავშირებულ სანქციებს მხარს დაუჭერს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკერთან შეხვედრის დეტალებს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი და საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე ყვება.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა მერკელისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ყველა იმ თემაზე ისაუბრეს, რომელიც საქართველოს აწუხებს.

„ძალიან გულწრფელი და კარგი შეხვედრა იყო. ვისაუბრეთ ყველა თემაზე, რომელიც დღეს საქართველოს აწუხებს. შეხვედრაზე დავაყენე საკითხი და გვქონდა თხოვნა, რომ გერმანიამ მხარი დაუჭიროს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას და სანქციებს. კანცლერისგან მივიღე დაპირება, რომ გერმანია მხარს დაუჭერს სანქციებს ევროპარლამენტის რეზოლუციაში ასახული ტექსტის მიხედვით. ჩემ მიერ დაყენებული მეორე კონკრეტული თხოვნა იყო, მიეცეთ გერმანიაში მყოფ ქართველებს ლეგალურად, კანონიერად მუშაობის საშუალება. კანცლერისგან მივიღე დაპირება, რომ ის არის თანახმა, დაიწყოს მუშაობა ამ თემაზე და გერმანიის მთავრობა შეიმუშავებს იმ პროფესიების სიას, სადაც ქართველებს მიეცემათ მუშაობის საშუალება. ვფიქრობ, ეს ორივე შედეგი არის ძალიან მნიშვნელოვანი. მინდა, მოვუწოდო ჩვენს ხელისუფლებას, მიჰყვეს ამ შეთანხმებას და გააკეთოს ყველაფერი, რომ კანცლერის დადებითი აზრი და მისი დაპირება გადაიზარდოს კონკრეტულ შედეგში. სანქციების შემოღება და ქართველების დასაქმება გერმანიაში არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, მოქალაქეებისთვის და ამიტომ მოვუწოდებ ხელისუფლებას, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საელჩოს, ყველაფერი გააკეთონ ამ შეთანხმების კონკრეტულად და პრაქტიკულად ცხოვრებაში გატარებისთვის“ –განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ.

იტვირთბა....