aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

მერიასთან დაკავებულ ექვსივე პირს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებათ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ადვოკატ გოგა ონიანის ინფორმაციით, თბილისის მერიასთან გუშინ გამართულ აქციაზე დაკავებულ „ნაციონალური მოძრაობის“  6 პირი  ამ დრომდე დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება. ონიანის თქმით, ყველა დაკავებულს ფიზიკური დაზიანება აღენიშნება.

„სასამართლოში წარვადგენთ აბსოლუტურად მყარ პოზიციას, რომ პოლიტიკური ნიშნის გარდა, არანაირ სამართალდარღვევას რეალურად ადგილი არ ქონია. არა მხოლოდ დაკავებისას, დაკავების შემდეგაც ამ ადამიანებს პოლიციელებმა მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ძირს წაქცეულებს ურტყამდნენ, უკვე მანქანაში ჩასმულებს ურტყამდნენ.

ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, დარწმუნებული ვარ, რომ ამაზე მოუწვეთ პასუხისგება კონკრეტულ ადამიანებს, მაგრამ ცუდია, რომ ეს არის ხელისუფლების პოლიტიკური ნება,“ – აცხადებს ადვოკატი გოგა ონიანი.

დაკავებულების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს. შსს-ს ინფორმაციით, ექვსივე პირი, სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედებისთვის დააკავეს.

შეგახსენებთ, გუშინ მერიასთან “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა  საპროტესტო აქცია გამართეს.  ადგილზე მობილიზებული იყვნენ  საპატრულო პოლიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები.

ოპოზიციური პარტიის ლიდერები დავით ნარმანიასთან შეხვედრას ითხოვდნენ. “ნაციონალური მოძრაობის” წევრების თქმით, დედაქალაქის მერმა მოქალაქეების კითხვებს პასუხი უნდა გასცეს.

ოპოზიციური პარტია მხარდამჭერებთან ერთად საკრებულოს გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის კომპანიას მიწის ნაკვეთები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემა.  პარტიის წევრების განცხადებით, სამართალდამცველებმა აქცია ძალადობრივი გზით დაშალეს.

იტვირთბა....