aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის მერიაში სტრუქტურული ცვლილებებია

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის  მერიაში სტრუქტურული ცვლილებების მიხედვით, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს გამოეყოფა ურბანული განვითარების მიმართულება და არქიტექტურის სამსახური მხოლოდ სერვისებზე ორიენტირებული სტრუქტურა გახდება. ამის შესახებ დღეს სტრუქტურული რეფორმის პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი.

ამასთან, იქმნება ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური. ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური გარდაიქმნება გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურად.

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს ემატება რამდენიმე ძირითადი ფუნქცია. კერძოდ, ამ სამსახურის მთავარი მიმართულებები იქნება ტრანსპორტის განვითარების პოლიტიკის განსაზღვრა და გატარება, ურბანული პოლიტიკის შემუშავებაში, გატარებაში და ქალაქმშენებლობითი პროცესების მართვაში მონაწილეობა.

დედაქალაქის ნარჩენებით დაბინძურებასა და ნარჩენების ტრანსპორტირების წესების დარღვევაზე რეაგირებას უზრუნველყოფს ზედამხედველობის საქალაქო სამსახური.

მნიშვნელოვანი შესყიდვები განხორციელდება ცენტრალიზებულად. ამ მიზნით, მერიის სისტემის ორგანოებში დაგეგმილი მნიშვნელოვანი შესყიდვების განხორციელებას უზრუნველყოფს მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახური.

ფიზიკური და იურიდიული პირების მომსახურების სერვისები ერთ სივრცეში ექცევა. მერიის ყველა სტრუქტურული ერთეულიდან და ყველა გამგეობიდან ამ ფუნქციის გამოტანა და მისი ცენტრალიზება ერთ ა(ა)იპ -ში მოხდება, რომელსაც „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო“ ერქმევა.

ცვლილებების მიხედვით, მერიის საქმიანობის მეტი გამჭვირვალობისა და საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდის მიზნით, PR სამსახურების ცენტრალიზება მოხდება. შეიქმნება ახალ ა(ა)იპ-ი „საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტო“.

კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულებების მმართველობა გაერთიანება. ამისთვის ორი საქალაქო სამსახური გაერთიანდება. კულტურის საქალაქო სამსახური და განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური გაერთიანდება და კულტურის, განათლების და სპორტის საქალაქო სამსახური დაერქმევა.

კეთილმოწყობის სამსახურს შეეცვალა სახელწოდება და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური გახდა.

იტვირთბა....