aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

მერაბ ღოღობერიძე მოსამართლემ პროცესიდან გააძევა

aviabiletebi
ავიაბილეთები

მერაბ ღოღობერიძე, რომელიც ბათუმის 11-12 მარტის მოვლენების ორგანიზების ბრალდებით დააკავეს, დღეს მოსამართლემ სასამართლო პროცესიდან გააძევა. მიზეზი გახდა მერაბ ღოღობერიძის მიერ მოწმის გამოსვლის დროს ატეხილი ხმაური. კერძოდ, მან აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ლაშა გოგნიაშვილს, რომელიც მოწმის სახით იკითხებოდა, მატყუარა უწოდა.

ლაშა გოგნიაშვილი სასამართლო პროცესზე ბათუმის მოვლენებს იხსენებდა:

„მერაბ ღოღობერიძე მოქალაქეებს პირდაპირ მოუწოდებდა, რომ დაკავებულების ძალით გათავისუფლება მომხდარიყო. შემდეგ ქვების სროლა განხორციელდა. ჩვენ ამ მოქალაქეების სამმართველოში შემოსვლა შევაჩერეთ, თუმცა ქმედებებს აგრძელებდნენ – მოლოტოვის კოქტეილების სროლას. მოვახერხეთ აქციის დაშლა და რამდენიმე პირი დავაკავეთ. იმ დღეს ქალაქგარეთ ვიყავი, მერაბ ღოღობერიძემ დამირეკა და მითხრა, რომ თბილისის მოედანზე არიან შეკრებილი და კახა ბუხრაძის გადაყენებას ითხოვენ. გადავკეტავთ სხვა ქუჩებსაცო. ვუთხარი, თუ რაიმე პრეტენზია ექნებოდა, გენინსპექციისთვის მიემართა. ამის მიუხედავად, მერაბმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ შენობაში შტურმით შესულიყვნენ“, – განაცხადა ლაშა გოგნიაშვილმა.

სწორედ მის ამ ჩვენებას მოჰყვა ღოღობერიძის გაღიზიანება. სასამართლო ღოღობერიძის გარეშე გაგრძელდა.

შეგახსენებთ, რომ საქმის განხილვა უკვე ოთხი თვეა მიმდინარეობს. მერაბ ღოღობერიძე და “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი ირაკლი ჩხირკვია ბათუმის 11-12 მარტის მოვლენების გამო დააკავეს. მათ ბრალი ედებათ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას გულისხმობს, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობის გაწევა ან მათზე თავდასხმა.

იტვირთბა....