aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ვანო მერაბიშვილი საპატიმროდან: “ვერაფერი შემაცვლევინებს ჩემს პრინციპებს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ყოფილმა პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს მისი პატიმრობის ყოფნის პერიოდში პირველად მისცა ინტერვიუ. ჟურნალისტის კითხვაზე, რა იცის მან მისი შესაძლო მოწამვლის შესახებ, მერაბიშვილმა უპასუხა, რომ პირადად მან დეტალებზე არაფერი იცის, მაგრამ მის მეგობრებს გარკვეული ეჭვები აქვთ მის მოწამვლასთან დაკავშირებით.

“რომც ვიცოდე, რომ ხვალ მომწამლავენ, ვერაფერი შემაცვლევინებს ჩემს პრინციპებს და ეს მაინც ვერ გამტეხს” – განაცხადა შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტმა.

მისი თქმით, ერთ-ერთი მიზეზი დაავადების სიმპტომებისა არის ინტოქსიკაცია.

“თუ ვიღაც ჩემს მოწამვლას აპირებდა, მარტივი დარიშხანით ან საწამლავით არ მომწამლავდნენ, იმიტომ, რომ მისი სიმპტომები ადვილად დასადგენია.ალბათ გახსოვთ, უკრაინის პრეზიდენტის ამბავი, როცა მისი მოწამვლის დეტალები ვერ დაადგინეს” – აღნიშნა მერაბიშვილმა.

 

იტვირთბა....