aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

მელია: ბუტა რობაქიძის მშობლებს, არაფრად მიაჩნიათ სარალიძისა და მაჩალიკაშვილის ტრაგედია

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ვერ დავეთანხმები ბუტა რობაქიძის მშობლებს, რომლებმაც დიდი ტკივილი მიიღეს, მაგრამ არაფრად მიაჩნიათ სარალიძისა და მაჩალიკაშვილის ტრაგედია”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ ბუტა რობაქიძის საქმის განაჩენზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოჯახური ტრაგედიით ვაჭრობა დაუშვებელია.

შემდეგ აღნიშნაგანაცხადა. „ძალიან სამწუხარო ტრაგედიაა. არ მეგულება ერთი ადამიანიც, ვინც დარჩა გულგრილი ამ ტრაგედიის მიმართ. მაგრამ ჩვენ ვნახეთ უწყვეტი კადრები, მათ შორის, რამდენიმე დღის წინ, როდესაც საპატრულო პოლიციის თანამშრომელი იარაღის ტარს ურტყამს ერთ-ერთ დაკავებულს და ამ დროს უვარდება ტყვია და ხვდება ცხონებულს, ეს კადრები ხომ არსებობს. ამიტომ, ამ პატრულის თანამშრომელმა მოიხადა სასჯელი, მაგრამ ვერ დავეთანხმები ვერანაირად ქალბატონს და ბატონს, მშობლებს, რომლებმაც ძალიან დიდი ტკივილი მიიღეს, მაგრამ ეს არიან ადამიანები, რომლებსაც არაფრად მიაჩნია ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის ტრაგედია და პირიქით, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ადამიანებად მოიხსენიებენ მათ. ეს ჩემთვის ყოვლად მიუღებელია. შეუძლებელია ოჯახური ტრაგედიით ივაჭრო, ეს არის შეუძლებელი და დასაგმობი. რა თქმა უნდა, ეს არის ტრაგედია, რომელიც დატრიალდა ამ ქვეყანაში ამ საქმეზე პატრულის თანამშრომელმა, რომელსაც იარაღი გაუვარდა, აგო პასუხი. დანარჩენი, ხედავთ ხომ ერთი-ერთში იმეორებს ბიძინა ივანიშვილის გზავნილს, ადამიანი, რომელიც ვაჭრობს საკუთარი ოჯახის წევრის სიცოცხლით, რომ თითქოს ერთი წლის განმავლობაში აღდგება სამართლიანობაო. ძალიან სამწუხარო და მტკივნეულია, მით უფრო, როდესაც სარალიძისა და მაჩალიკაშვილის ტრაგედიები მათთვის არის დასაცინი და არათუ სოლიდარობას უცხადებენ, დასცინიან და ნაციონალური მოძრაობის წევრებად იხსენიებენ. ეს მხარე ჩემთვის ასევე ტრაგიკულია“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, სასამართლომ ბუტა რობაქიძის საქმეზე ყოფილი 5 მაღალჩინოსანი დამნაშავედ სცნო.

იტვირთბა....