aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მელია: “არავინ არ სთხოვს არავის სააკაშვილის გარშემო გაერთიანებას, მაგრამ ნურც ნურავინ გვთხოვს უგულავას გარშემო გაერთიანებას”

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის  გიგა ბოკრიას მიერ გაკეთებულ განცახდებას ნიკა მელია პასუხობს.

მელიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის გარშემო გაერთიანებას არავინ ითხოვს და გაერთიანება არც გიგი უგულავას ირგვლივ მოხდება. ასევე მელია არ გამორიცხავს, საპრეზიდენტო არჩევნებზე საერთო ოპოზიციური კანდიდატის წარდგენას.

„არავინ არ სთხოვს არავის სააკაშვილის გარშემო გაერთიანებას, მაგრამ ნურც ნურავინ გვთხოვს უგულავას გარშემო გაერთიანებას. მეტსაც გეტყვით, დაახლოებით 2-3 კვირაა მიმდინარეობს კონსულტაციები სხვადასხვა დონეზე სხვადასხვა პარტიებთან, რომ შევჯერდეთ ერთიან კანდიდატზე ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში და ჩვენ რა დავინახეთ ამ ყველაფრის პარალელურად? ადგა „ევროპული საქართველო“ და წარადგინა ბატონი უგულავა კანდიდატად. მე არ მგონია, რომ ბატონი უგულავა არის დღეს იმ პოლიტიკურ ფორმაში, რომ მას ძალუძს დაამარცხოს მაგალითად სახელისუფლებო კანდიდატი ბევრი მიზეზიდან გამომდინარე. ის არ არის ელექტორალურად მიმზიდველი. ამიტომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ ძლიერ, საერთო ოპოზიციურ კანდიდატზე ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში და მე იმედი მაქვს, ამ კონსულტაციებში „ევროპული საქართველოც“ მიიღებს აქტიურ მონაწილეობას და ჩვენ შევძლებთ და საერთო კანდიდატით გავალთ ვანისა და ხონის საპარლამენტო არჩევნებზე და ამის შემდეგ კიდევ უფრო შესაძლებელი გახდება საერთო ოპოზიციური კანდიდატი დავუპირისპიროთ უკვე საპრეზიდენტო არჩევნებზე ხელისუფლებას,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, დღეს ბოკერიამ აღნიშნა, რომ პროდასავლურ ოპოზიციურ ძალებს შორის უნდა იყოს თანამშრომლობა, ასევე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ სააკაშვილი მისი გუშინდელი განცხადებიდან გამომდინარე მათი თანამშრომლობის შესაძლებლობას ამცირებს.

იტვირთბა....