aviabiletebi
მთავარი ციტატა

“მელიას გადაფუთვით ისევ მელიას მიიღებთ, უკეთეს შერმთხვევაში – სააკაშვილს”

ეტყობა ნიკა მელიას უთხრეს, პარლამენტში რატომ არ დადიხარ, სეზონზე ერთხელ მაინც გამოჩნდიო, მოვიდა და მთელი თავისი გაცდენების კომპენსაცია გააკეთა.

მოგიწოდებთ ცოტა სამართლიანები იყავით და მელიას გადაფუთვას შეეშვით თქვენ და ბოკერია. მელიას გადაფუთვით ისევ მელიას მიიღებთ, უკეთეს შერმთხვევაში – სააკაშვილს. მიხედეთ თქვენს პოლიტიკურ ძალასა და პარტიას. გაკოტრდებით კიდევ უფრო ბოლომდე. ამ არჩევნებში დაკარგეთ აქციები, დაკარგეთ ყველაფერი. იქამდე მიხვედით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მოდის და ცალკე რომ შექმენით პოლიტიკური ძალა, მანდატებს უკან გთხოვთ. რა რიგგარეშე არჩევნები და რა დესტაბილიზაცია, ყველაფერი გაგრძელდება მშვიდად. მელიამ რამდენიც არ უნდა იყვიროს და რამდენი ჯამბაზური დებოშიც არ უნდა მოაწყოს აქ, ვერაფერს შეცვლის ეს ქცევები. ეს არის მისი ხელმძღვანელის მიმართ კეკლუცობა. ეტყობა უთხრეს, პარლამენტში რატომ არ დადიხარ, სეზონზე ერთხელ მაინც გამოჩნდიო, მოვიდა და მთელი თავისი გაცდენების კომპენსაცია გააკეთა. თქვენ აკეთებთ მელიას გადაფუთვას, გადამფუთავი „ევროპული საქართველო“ გახდით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ საპარლამენტო დარბაზში დაპირისპირების დროს.

aviabiletebi
ავიაბილეთები

შეგახსენებთ, პარლამენტში დღეს დაპირისპირება მოხდა არჩევნების შედეგების თემაზე. სიტყვიერი დაპირისპირებები ფიზიკურ დაპირისპირებაშიც კი გადავიდა. იხილეთ ვიდეო

იტვირთბა....