aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

მეზვრიშვილი: 17 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგანგებო რეჟიმში იმუშავებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

17 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. მიზეზი დაგეგმილი აქციებია.

შს მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ უწყება, საპროტესტო აქციების დროს, მოქალაქეთა უსაფრთხოებას დაიცავს.

გარდა ამისა, ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ აქციის ორგანიზატორებთან შეხვედრა უკვე შედგა.

„იქ, სადაც გაიმართება ღონისძიება, აქციის მონაწილეების სადაც შეიკრიბებიან და ჩვენ ამაზე უკვე წინასწარ შევხვდი, მოლაპარაკებები უკვე გავმართეთ, მაქსიმალურად, პოლიციის მხრიდან, მათი დაცულობა იქნა უზრუნველყოფილი,“ – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ხვალ, 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორიო დღეც აღინიშნება, რასთან დაკავშირებითაც თბილისში, 19:00 საათზე მთავრობის კანცელარიასთან “თანასწორობის მოძრაობის” აქცია გაიმართება. ლგბტ/ქვიარ აქტივისტები, მათი მეგობრები, ოჯახის წევრები და მხარდამჭერები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საქართველოს მოქალაქეები იკრიბებიან, რომ საზოგადოებას სიძულვილისა და აგრესიის დამანგრეველი შედეგები შეახსენონ.

მას შემდეგ, რაც 2013 წლის 17 მაისს თბილისში ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია სასულიერო პირებმა და მათმა მხარდამჭერებმა დაარბიეს, საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის ინიციატივით, 17 მაისი საქართველოში ოჯახის სიმტკიცის დღედ გამოცხადდა.

იტვირთბა....