aviabiletebi
ახალი ამბები ბიზნესი ეკონომიკა მთავარი

კახეთში მევენახეების შემოსავლებმა 60 მლნ ლარს მიაღწია

aviabiletebi
ავიაბილეთები

რთველი 2017-ის სეზონზე, კახეთის რეგიონის მევენახეების მიერ ღვინის კომპანიებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 60 მლნ ლარს მიაღწია.

18 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 50 ათასი ტონა ყურძენი. აქედან, 20,1 ათასი ტონა რქაწითელი, 25,6 ათასი ტონა საფერავი, 1,7 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

კახეთის რეგიონში  ღვინის კომპანიებს ყურძენი 5 855 მევენახემ ჩააბარა.

დღეისთვის ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 97 ღვინის კომპანია. სულ რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 177 ღვინის კომპანია.

დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელმა 5 ათას ტონას მიაღწია, რაც ნიშნავს რომ რთველი კახეთში აქტიურ ფაზაშია.

გადამუშავებული ყურძნის რაოდენობით მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: ყვარელი – 18,6 ათასი ტონა, გურჯაანი – 11,3 ათასი ტონა, სიღნაღი – 7,6 ათასი ტონა, თელავი – 6,9 ათასი ტონა, დედოფლისწყარო – 2,1 ათასი ტონა, ლაგოდეხი – 1,7 ათასი ტონა, ახმეტა –  1.2 ათასი ტონა და საგარეჯო –  780 ტონა.

მეღვინეობის დარგის არსებული მდგომარეობის (ღვინის ექსპორტის ზრდა, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია, გაფართოებული ღვინის საწარმოები, იაფი აგროკრედიტებისა და აგროდაზღვევის განვითარებული სისტემა) და ყურძნის შესყიდვაზე კერძო სექტორის მხრიდან მოთხოვნილების ზრდის გათვალისწინებით, კახეთის რეგიონში 2017 წლის რთველზე ყურძენზე სუბსიდია აღარ გაიცემა, რაც ხდება პირველად 2008 წლის შემდეგ. ამასთან ერთად, ბრენდის წარმოების განვითარების ხელშესაწყობად, ღვინის კომპანიები, რომლებიც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით რქაწითელსა და კახური მწვანის ჯიშის 1 კგ ყურძენს არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდიან, სახელმწიფოსგან კომპენსაციის სახით 35 თეთრს მიიღებენ.

იტვირთბა....