aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

ფინანსური ორგანიზაციები მევალეებს ვეღარ დაემუქრებიან

aviabiletebi
ავიაბილეთები

2017 წლის პირველი ივნისიდან ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას “მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესი” ამოქმედდება, -ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელმა გიორგი კეპულაძემ, „რადიო პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.

აქამდე მოქმედი რეგულაციები მომხმარებლებთან ურთიერთობის სპეციალური წესების დაცვას მხოლოდ კომერციულ ბანკებს ავალდებულებდა.

„ახალი წესის მიხედვით, ფინანსური ინსტიტუტი ვალდებულია მომხმარებლებთან სესხის ამოღებისას ურთიერთობის ეთიკის კოდექსი შეიმუშაოს. ეს კი ნიშნავს, რომ უფრო ეთიკურად უნდა მოექცნენ მომხმარებელს. ყოფილა შემთხვევები, როცა მომხმარებელი არაკეთილსინდისიერად იქცევა, იმალება, თანხას არ იხდის მაგრამ ამ შემთხვევაში მის მიმართ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციები უნდა გატარდეს. ორგანიზაციას სრული უფლება აქვს იურიდიულად ედავოს, მაგრამ არა მუქარით. ხელშეკრულებაში არსად წერია, რომ ორგანიზაციის თანამშრომელმა უნდა დაურეკოს და მომხმარებელი „ძველბიჭურად აკაჩავოს“, – განაცხადა კეპულაძემ.

რეგულაციები პირველი ივნისიდან ამოქმედდება.

იტვირთბა....