aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მდინარაძე: პრეზიდენტის ვეტო დაიძლევა, თუმცა თუ რისკბი გამართლდა კანონპროექტს შემდეგ გადავხედავთ

aviabiletebi
ავიაბილეთები

უმრავლესობის სხდომა ქართული ოცნების ოფისში დასრულდა. როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენელი მამუკა მდინარაძე აცხადებს, პრეზიდენტის ვეტო დაიძლევა.

“ნამდვილად უხერხული იქნებოდა უმრავლესობის დეპუტატებისთვის, რომლებიც საპირისპირო აზრს აფიქსირებდნენ, მოგვეთხოვა, რომ მიიღონ მონაწილეობა ვეტოს დაძლევაში. ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, მათ პრინციპებს. ზოგადად, ვეტო დაიძლევა. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო გუნდმა. შემიძლია მთელი პასუხიმგებლობით გითხრათ და ამაზე მომთხოვეთ პასუხი, რომ თუ შიშები და რისკები რაც არის გამოთქმული საწინააღმდეგო პოზიციიდან გამათლდება, ჩვენ უკან არ დავიხევთ, რომ გადავხედოთ გადაწყვეტილებას, მაგრამ დარწმუნებულებულები ვართ, რომ რისკები არ არსებობს, “- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეხვედრის დაწყებამდე ნუკრი ქანთარიამ განაცხადა, რომ მაუწყებლის შესახებ კანონის კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს. ასევე კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარს ამბობენ რომან კაკულია, ლევან კობერიძე გიორგი მოსიძე და თავით ჭიჭინაძეც.

” მე მქონდა ჩემი შეხედულებები რეკლამებზე, შესყიდვებზე, სტარტაპებზე . მე ვფიქრობ, რომ გარკვეული ხნით 1 წლით მიგვეცა მაუწყებლისთვის შეღავათები, რადგან ისინი ამბობენ, რომ სხვა სიმაღლეზე ავლენ ამ ცვლილებების შემდეგ. ჩემს ამ პოზიციას არ დაუჭირეს მხარი და მეც არ ვიცლი პოზიციას “- განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

22 დეკემბერს პარლამენტში “მაუწყებლობის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტს მესამე მოსმენით, 63-მა პარლამენტარმა დაუჭირა მხარი.

შეგახსენებთ, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა 14 თებერვალს გადაწყვეტილება ვერ მიიღო. კომიტეტის წევრთა ხმები შუაზე გაიყო.
საქართველოს პრეზიდენტმა მაუწყებლის კანონპროექტს ვეტო 15 იანვარს დაადო.

იტვირთბა....