aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მაჩალიკაშვილი: “ეს არ არის მხოლოდ ქისტების წამოწყებული აქციები, ესაა მთელი საქართველოს გულისტკივილი”

aviabiletebi
ავიაბილეთები

პანკისის ხეობაში დაანონსებული აქციის შესახებ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა ისაუბრა.

როგორც “მეტრონომს” თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ განუცხადა, ის მანმა არ აპირებს დანებებას, სანამ სახელმწიფო არ აღიარებს საკუთარ შეცდომას.

“დღეს აქცია 14:00 საათზეა დაანონსებული. მოთხოვნები რჩება იგივე . სანამ არ დაისჯებიან ის ადამიანები ვინც მოკლა ჩემი შვილი, სანამ არ იქნება თემირლანის უდანაშაულობა დადგენილი, სანამ არ აღიარებს სახელმწიფო თავის შეცდომებს მანამდე არ დავნებდებით და გადავინაცვლებთ თბილისში . ეს არ არის მხოლოდ ქისტების წამოწყებული აქციები , ესაა მთელი საქართველოს გულისტკივილი.

დღეს ბატონი ზაზა სარალიძეც ჩემს გვერდითაა” – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

იტვირთბა....