aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

მაჩალიკაშვილებს პროკურატურატურამ იარაღის ექსპერტიზაზე უარი უთხრა

aviabiletebi
ავიაბილეთები

თემირლან მაჩალიკაშვილის ადვოკატის ინფორმაციით, პროკურატურამ სპეცოპერაციის დროს გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღის ბალისტიკური ექსპერტიზის ჩატარების შუამდგომლობაზე უარი განაცხადა.

როგორც ოჯახის ადვოკატი ამბობს, მას აქვს ინფორმაცია რომელიც ამტკიცებს სპეცრაზმელის არასწორ ქმედებას. პროკურატურა უარის მიზეზებს განმარტავს და ამბობს,  რომ მათ მეირ ექსპერტიზა უკვე ჩატარებულია და პასუხი ხვალ გახდება ცნობილი. კუბლაშვილი არ გამორიცხავს, რომ ექსპერტიზის არასრულყოფილი პასუხის შემთხვევაში მოითხოვოს ხელახალი ბალისტიკური ექსპერტიზა.

“მაქვს ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციები, რაც საქმეს მთლიანად ცვლის. ეს იქნება ჩემთვის მნიშვნელოვანი ხელჩასაჭიდი ალიბი, რომ სპეცრაზმელის მოქმედება სპეცოპერაციის ღამეს იყო შეცდომა, რის გამოც დავაყენე შუამდგომლობა, რომ მოხდეს იმ ცეცხლსასროლი იარაღის ბალისტიკური ექსპერტიზა, რომლიდანაც თემირლანს ესროლეს. მივიღე პასუხი, რომ ამ იარაღის ბალისტიკური ექსპერტიზა უკვე ჩატარებულია და დასკვნა 19 თებერვალს ანუ ხვალ გახდება ცნობილი. ბუნებრივია, გავეცნობი პროკურატურის მიერ უკვე ჩატარებული ექსპერტიზის პასუხს და თუ ეს არ იქენება ამომწურავი და სრულყოფილი ისევ მოვითხოვ ჩატარდეს ხელახალი ბალისტიკური ექსერტიზა, რომელშიც ჩაერთვება ჩვენს მიერ მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტი, ალთუნაშვილი.” – აცხადებს მარიამ კუბლაშვილი

იტვირთბა....