aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მაღრაძე: “რაც ამხანაგმა ვაშაძემ ოფიციალურად გამოაცხადა, ამას საქართველოს მოსახლეობა არ დაუშვებს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

პოეტმა დავით მაღრაძემ რუსთაველის თეატრში,  – „მე ვიცავ თავისუფლებას“ აქციაზე სირტვით გამოვიდა.

მაღრაძის თქმით, საქართველოს მოსახლეობამ მონაპოვარი – თავისუფლება უნდა დაიცვას.

ბოლო პერიოდში საზოგადოებას მადლობას ვეუბნებოდი, რომ პოეზიისთვის მოიცალეს. ახლა მადლობა მინდა გითხრათ, რომ სამშობლოსთვის მოიცალეთ. ცხრა წლის განმავლობაში, საქართველოს მოსახლეობამ თავისუფლებისთვის იბრძოლა. მეუბნებიან, ის წლები დაივიწყეო. საინტერესოა არგუმენტი, რატომ უნდა დავივიწყოთ. თურმე, ისინი ხელისუფლებაში მოსვლას კიდევ აპირებენ და სჯობს, დაგვავიწყდეს. თურმე, ხალხმა მთელი სადიზმი, თავისი აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილებით, თავისი ტელევიზიით უნდა დაივიწყოს, რომელსაც ისინი ემსახურნენ. არ იცით, რატომ? თურმე, ამ ხალხს ხელისუფლებაში მობრუნდება კიდევ უნდა. როცა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია, მაინც ვფიქრობდი, რომ რუსეთი შიდა პოლიტიკურ სივრცეში უფრო აგენტურულ ქსელს მიმართავდა ხოლმე და ახლა უკვე სააშკარაოზე გამოვიდნენ, თავისი ოფიციალური თანამშრომლები მივლინებაში ჰყავთ გამოგზავნილი ვაშაძეებისა და სხვა დანარჩენის სახით. ამხანაგმა ვაშაძემ დაანონსა, რომ თურმე, ქუჩების გადაკეტვას, არეულობის შეტანას აპირებს. რუსეთის განზრახვა რა არის ამხანაგმა ვაშაძემ ოფიციალურად გამოაცხადა და გაახმოვანა. ამას საქართველოს მოსახლეობა არ დაუშვებს, არჩევნებზე ქუდზე კაცი გამოვა და ჩვენს სამშობლოსა და თავისუფლებას დავიცავთ. საქართველო მზით განათებული, ვენახის, ლექსისა და მშვენიერების ქვეყანაა. დარწმუნებული ვარ, ხალხი მეორე ტურში ადგება და წარმოდგენილ არჩევანს შორის არჩევანს მშვენიერების სასარგებლოდ გააკეთებს“ – განაცხადა მაღრაძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში აღნიშნა:

„როდესაც მოვუწოდებ 50 ან 100 ათას თანამემამულეს, გამოვიდნენ და შეუერთდნენ ჩემს პროტესტს, ვინ შეაკავებს ამას, მხოლოდ წარმოიდგინეთ“ – ვაშაძე.

იტვირთბა....