aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მაქსიმალურად გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ადამიანურ თუ სხვა რესურსს, რომ ზურაბიშვილმა გაიმარჯვოს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ქართული ოცნების“ წევრმა, პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ  მმართველი გუნდი გამიყენებს ყველა არსებულ ადამიანურ თუ სხვა რესურსს, რომ სალომე ზურაბიშვილმა არჩევნებში გაიმარჯვოს

“საპრეზიდენტო არჩევნები კარს არის მომდგარი და უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე ჩვენ ვიმსჯელებთ თუ რა ფორმით ჩავერთვებით ამ არჩევნებში. პოლიტსაბჭომ მხარდაჭერა გამოუცხადა სალომე ზურაბიშვილს და ჩვენ დღეს საუბარი გვექნება ამ საკითხზე. სალომე ზურაბიშვილისთვის მხარდაჭერა მოხდება კანონმდებლობის ფარგლებში. ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ადამიანურ თუ სხვა რესურსს, რომ სალომე ზურაბიშვილმა არჩევნებში გაიმარჯვოს” – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მისივე თქმით, გუნდში აზრთა სხვადასხვაობა იყო იმასთან დაკავშირებით, “ქართულ ოცნებას” უნდა წამოეყენებინა თავისი კანდიდატურა თუ მხარი დაეჭირა რომელიმე დამოუკიდებელი კანდიდატურისთვის.

“მივიღეთ გადაწყვეტილება და საერთო პოზიციებს დავიცავთ. მე ვფიქრობ, კითხვა რატომ ვუჭერთ მხარს სალომე ზურაბიშვილს, არასწორია, რატომ არ უნდა დავუჭიროთ მხარი – კითხვის ასე დასმა უფრო სწორი იქნება. ის არის ძალიან გამოცდილი ადამიანი”, – აღნიშნა სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გამართულ პოლიტსაბჭოზე ქართულმა ოცნებამ საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარი დამოუკიდებელ კანდიდატ, სალომე ზურაბიშილს დაუჭირა.

იტვირთბა....