aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“იუსტიციის საბჭოს მაფიოზური მმართველობა ეცდება ახალი თავმჯდომარის არჩევით მაფია გააძლიეროს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის საკითხი გადადის იუსტიციის საბჭოს პრეროგატივაში, სადაც უკვე ჩამოყალიბდა აბსოლუტურად მაფიოზური მმართველობა, – ამის შესახებ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.

როგორც ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი “კვირის პალიტრასთან” აცხადებს, პრეზიდენტ მარგველაშვილს უნდა მოეხერხებინა და ახალი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესში „ქართული ოცნება“ „ჩაეთრია“, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა.
“ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის საკითხი გადადის იუსტიციის საბჭოს პრეროგატივაში, სადაც უკვე ჩამოყალიბდა აბსოლუტურად მაფიოზური მმართველობა. ეს მაფიოზური კლანი, ბუნებრივია, ეცდება, ახალი თავმჯდომარის არჩევით მაფია გააძლიეროს და არა – სახელმწიფო. დღეს არის უკანასკნელი შანსი, რომ ახალმა თავმჯდომარემ ერთგვარი ყინულმჭრელის როლი ითამაშოს და ეს კოლექტიური მურუსიძე და ჩინჩალაძე როგორმე დააბალანსოს”. – ამბობს ხუხაშვილი.
მისი თქმით, პრეზიდენტს „ოცნებასთან” თანამშრომლობა უნდა ეცადა, მაგრამ ასე არ მოხდა.
“ეს თავლად ქცეული სასამართლო სისტემა შეიძლება რევოლუციურად გახდეს გასაწმენდი. როცა მართლმსაჯულების საბოლოო დაკნინების საფრთხე ჩნდება, როგორც წესი, ამას დიდი აგრესია მოსდევს და ძალიან ცუდად მთავრდება ხოლმე“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება.

იტვირთბა....