aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ტატუნაშვილის მკვლელობის ირგვლივ ბევრი ყალბი ინფორმაციაც ვრცელდება, ზუსტად ამიტომ მივდივართ მოსკოვში”

aviabiletebi
ავიაბილეთები

რეისი თბილისი-მოსკოვი „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების შემადგენლობით, რუსეთის დედაქალაქში ზუსტად ერთ საათში გაფრინდება.

საპარლამენტო ფრაქციის წარმომადგენლები ოკუპანტ სახელმწიფოში, პოლიტიკურ მოლაპარაკებებზე უკვე მესამედ მიემგზავრებიან. ადამ მარშანიას განცხადებით,  წინა ორი ვიზიტის მსგავსად, დელეგაციის წევრები, შეხვედრებს ისევ რუსეთის სათათბიროს წევრებთან გეგმავენ. მისი თქმით, შესაძლოა რუსეთის დუმის დეპუტატებს არ ჰქონდეთ დეტალური ინფორმაცია არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შესახებ და ისინი შეხვდებიან მათი ინფორმირება მოხდეს. მარშაინაი ამბობს, რომ ისინი რუს დეპუტატებს ყველა მტკივნეულ საკითხზე დაელაპარაკებიან და ტატუნაშვილის მკვლელობის გამოძიების საკითხის დაყენებასაც არ მოერიდებიან.

„მივდივართ მოსკოვში ბევრ მძიმე საკითხზე სასაუბროდ და ვაპირებთ ამ საზარელ მკვლელობაზე საუბარს. გვინდა, მაქსიმალურად მოვიპოვოთ ობიექტური ინფორმაცია. ის რომ ჟურნალისტები ბევრ რამეს იგონებენ ფაქტია. ამ საზარელი მკვლელობის ირგვლივ ძალიან ბევრი ყალბი ინფორმაციაც ვრცელდება ზუსტად ამიტომაც მივდივართ, რომ ყველაზე საჭირ-ბოროტო ტრაგიკულ საკითხებზე ვისაუბროთ და ბოლოსდაბოლოს შევაჩეროთ თუ დავამთავროთ ამაზე საუბარი,“-განაცხადა მარშანიამ.

იტვირთბა....