aviabiletebi
საზოგადოება

“მარტივი აფიორა- საუბარია ლიბერთი ბანკის სწრაფ სესხზე”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ფეისბუქმომხმარებელი ბექა რამიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“ამას კიდე ერთხელ დავდებ, რომ ყველამ გაითვალისწინოს.
მარტივი აფიორა… პ.ს საუბარია ლიბერთი ბანკის სწრაფ სესხზე.
იღებ ლიბერთი ბანკიდან 1500 ლარს და ანაწილებ 4 თვეზე…
თვეში გიწევს 410 ლარის გადახდა, ეს გამოდის ჯამში 1640 ლარი… ჯანდაბას, ფიქრობ რომ 4 თვეში 140 ლარით მეტის გადახდა არაფერია… თურმე სად ხარ…
ჯერ ხელზე იღებ 1425 ლარს, თურმე გაცემის საკომისიოს გაჭრიან… ნუ რაღას იზამ… მიდიხარ თვის ბოლოს, აპირებ პატიოსნად გადაიხადო 410 ლარი და… აღმოჩნდა რომ 410 კი არა 471 ლარი გაქ გადასახდელი და ეს იმიტომ, რომ თავდები(!) არ გყავს და ამისთვის ჯარიმა გერიცხება… მოითხოვ სასწრაფოდ წინსწრებით მთლიანი ვალის დაფარვას და… თურმე ის 1640 ლარი უნდა დაფარო წინსწრებით, იმ ოთხი თვის პროცენტი, რომელიც არ გამოგიყენებია, მაინც უნდა დაფარო…. პლუს უნდა დაამატო 2 პროცენტი პირგასამტეხლო… და გამოდის რომ 1425 ლარში იხდი 1725 ლარს… და ეს ყველაფერი სამ კვირაში…”-წერს რამიშვილი.

მის პოსტს მკითხველთა ნაწილი უკომენტარებს, რომ იგივე ხდება ბანკის 300  ლარიან სესხზეც.

“მეტრონომი” დაუკავშირდა ლიბერთი ბანკს, სადაც ჟურნალისტსა და ოპერატორს შორის შემდეგი საუბარი შედგა:

“მეტრონომი”: 1500-ლარიანის სწრაფი სესხის აღებისას, რამდენი იქნება თვეში გადასახდელი, თუ მივუთითებთ, რომ სესხი 4 თვით გვინდა?

ოპერატორი: თვეში დაახლოებით 410 ლარი გამოგივათ შესატანი.

“მეტრონომი”: იმ შემთხვევაში თუ წინსწრებით გადავიხდით თანხას, რამდენი უნდა შემოვიტანოთ?

ოპერატორი: წინსწრებით თუ დაფარავთ, სრულად უნდა მოხდეს დაფარვა და დაფარული კრედიტის ძირის თანხის 2 პროცენტია წინსწრების დაფარვის საკომისიო.

“მეტრონომი”: თუ თავდები არ მყავს, თვეში უფრო მეტი უნდა გადავიხადო?

ოპერატორი: იცით, როგორ არის,  შეცვლილია სესხის პირობები. თუ პროგრამა თავდებს მოგთხოვთ და თავდები არ დაგიმტკიცდებათ, ამ შემთხვევაში სესხით სარგებლობას ვერ შეძლებთ. თუ უთავდებო სესხი დაგიმტკიცდებათ-შეძლებთ.

“მეტრონომი”: მანამდე სხვანაირად იყო?

ოპერატორი: დიახ, მანამდე სხვანაირად იყო. ახლა შეიცვალა…

იტვირთბა....