aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მარნეულში მომხდარ ფაქტზე მოწმეებისა და დაზარალებულის გამოკითხვა მიმდინარეობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში, მარნეულში ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, მოწმეებისა და დაზარალებულის გამოკითხვა მიმდინარეობს.

მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს. არსებული ინფორმაციით, წუხელ ფაქტთან დაკავშირებით, პროკურატურაში დაიკითხა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი, რომელიც მოგვიანებით დააკავეს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ მერის დაკავების ფაქტზე ინფორმაციას არ ფლობენ, თუმცა ადასტურებენ, რომ დღეს თემურ აბაზოვი სამსახურში არ მისულა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 1443 მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში დღეს, 14:00 საათზე ბრიფინგი გაიმართება.

იტვირთბა....