aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

მარნეულის ერთ-ერთი საჯარო სკოლის გაქურდვის ფაქტზე, 4 პირი დააკავეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარნეულის ერთ-ერთი საჯარო სკოლის გაქურდვის ფაქტზე, 4 პირი: 2001 წელს დაბადებული რ.მ., 2001 წელს დაბადებული ე.ჰ., 2002 წელს დაბადებული ს.ქ. და 1994 წელს დაბადებული რ.ა. ამხილეს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ მხილებულებმა მიმდინარე წლის 3 ნოემბერს მარნეულის N8 საჯარო სკოლიდან სხვადასხვა სახის ტექნიკა მოიპარეს. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

იტვირთბა....