aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მარინ ლე პენი: ზიდანმა საზოგადოებას ფეხბურთთან დაკავშირებით მისცეს რჩევები

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

breitbart.com-ის ინფორმაციით,მადრიდის „რეალის“ მწვრთნელის ზინედინ ზიდანის გუშინდელ მოწოდებას, რომ მეორე ტურში ფრანგებმა მარინ ლე პენს მხარი აღარ დაუჭირონ, თავად „ეროვნული ფრონტის“ ლიდერი ლე პენი  გამოეხმაურა:

„თუკი გავითვალისწინებთ ზიდანის შემოსავალს, მესმის, რომ ხმას მაკრონს აძლევს. ეს მისი აზრია. ზინედინ ზიდანს შეუძლია ფეხბურთთან დაკავშირებით საზოგადოებას რჩევები მისცეს, ის ფეხბურთში ნამდვილად კარგია, ეს უნდა ვთქვათ, მაგრამ რაც შეეხება პოლიტიკას, არ ვარ დარწმუნებული“, – აღნიშნა „ეროვნული ფრონტის“ ლიდერმა.

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ზინედინ ზიდანმა გუშინ განაცხადა, რომ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მაქსიმალურად თავი უნდა აარიდონ „ეროვნული ფრონტის“ ლიდერის მარინ ლე პენისთვის ხმის მიცემას.

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 23 აპრილს გაიმართა. საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭოს მიერ დამტკიცებული შედეგებით, ემანუელ მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 24,01%-ით პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო მარინ ლე პენი ამომრჩეველთა ხმების 21,30%-ით მეორე ადგილზე გავიდა.

იტვირთბა....