aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

მარია ზახაროვა: “ურთიერთობების გაუმჯობესება ბევრს საქართველოში და განსაკუთრებით საქართველოს საზღვრებს გარეთ არ მოსწონს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

„გასაკვირი არაა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესების მოწინააღმდეგეებმა, აიტაცეს ტატუნაშვილის საქმე, მაგრამ ამ საქმის ირგვლივ ცინიკური პროპაგანდისტული სპეკულაციების მიუხედავად, ურთიერთობების უკუქცევა ვერ შეძლეს“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ტელეკომპანია “დოჟდის” კითხვის საპასუხოდ.

მისი თქმით, რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება ბევრს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არ მოსწონს.

“როდესაც 2012 წელს “ქართული ოცნების” მთავრობამ დაინტერესება გამოხატა რუსეთთან ურთიერთობების კრიზისიდან გამოყვანაზე, ჩვენ ამას დაუყოვნებლივ გამოვეხმაურეთ. დაიწყო ნირმალიზების პროცესი, რამაც ამ წლების განმავლობაში პოზიტიური შედეგები მოიტანა.” ურთიერთობების გაუმჯობესება ბევრს საქართველოში და განსაკუთრებით საქართველოს საზღვრებს გარეთ არ მოსწონს. გასაკვირი არაა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესების მოწინააღმდეგეებმა, აიტაცეს ტატუნაშვილის საქმე, მაგრამ ამ საქმის ირგვლივ ცინიკური პროპაგანდისტული სპეკულაციების მიუხედავად, ურთიერთობების უკუქცევა ვერ შეძლეს,” – აცხადებს მარია ზახაროვა.

იტვირთბა....