aviabiletebi
კულტურა მთავარი საზოგადოება

მარიამ კუკუნაშვილი: ცეკვაში მსოფლიო ჩემპიონობაზეც არ ვიტყვით უარს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ხელოვნური განაყოფიერების კლინიკების მსოფლიო ქსელის, “NEW LIFE”-ის დამფუძნებელი მარიამ კუკუნაშვილი, რომლის ბიზნესის შედეგები ათზე მეტ ქვეყანაში გახსნილ ფილიალებს მოიცავს, პარალელურ რეჟიმში, ლათინური ცეკვების ჩემპიონატზე გასვლას და სულ უფრო მეტი წარმატების მიღებას ახერხებს. ახლაც, ცოტა ხნის წინ დაბრუნდა გერმანიიდან, სადაც პროფესიონალ მოცეკვავეთა კონკურსში მიიღო მონაწილეობა და რეიტინგშიც დაწინაურდა.

“მეტრონომი”: მარიამ, კონკურსის შინაარსის შესახებ გვესაუბრეთ და ვინ იყო თქვენი მეწყვილე?
მარიამ კუკუნაშვილი: WDSF-ს (მსოფლიო სპორტული ცეკვები) მიერ სხვადასხვა ქვეყანაში ყოველთვე ტარდება კონკურსები. წლის ბოლოს კი, დაგროვილი ქულების მიხედვით, დგება წყვილის რეიტინგი. ამჯერად გერმანიაში, ვუპერტალში ჩატარდა პროფესიონალი მოცეკვავეების კონკურსი, სადაც მე და შალვა მელანაშვილმა მივიღეთ მონაწილეობა. ვცეკვავთ სტუდია “თელას” სახელით.
რა ადგილი აიღეთ და ელოდით თუ არა ამ შედეგს?
– ჩვენ ავიღეთ მე- 15 ადგილი და დაგროვილი ქულების მიხედვით, მანამდე თუ რეიტინგით ვიყავით 210-ე წყვილი, ახლა უკვე 104-ე ადგილზე ვართ.
– კონკურსზე საქართველოს მხოლოდ თქვენი წყვილი წარმოადგენდა?
– გერმანიაში საქართველოდან მხოლოდ ჩვენ ვიყავით. ახლა, შემდეგ კონკურსზე, ესტონეთში, ორი ქართველი წყვილი ვიქნებით- ჩვენ, რატი გაჩეჩილაძე და კარინა ლისენკო.
– რა ახალი გამოცდილება მოგცათ ამ კონკურსმა?
– გამოცდილების თვალსაზრისით ის იყო საინტერესო, რომ ვუპერტალი, შტუტგარტი და მსოფლიო ჩემპიონატი 3 ყველაზე რთული კონკურსია, რადგან ყველაზე ძლიერი წყვილები ცეკვავდნენ. გარდა ამისა, ვიცეკვეთ ორი დღე: ჩვენ ასაკობრივ კატეგორიაში და ჩვენზე უმცროსებთანაც. ზოგადად კი, გამოცდილების თვალსაზრისით, თითოეული კონკურსი საშემსრულებლო დონეს უფრო და უფრო მეტად ხვეწს.
– რა დროს უთმობთ ვარჯიშს?
– დილით 2 საათს სატრენაჟორო დარბაზში ვატარებ, საღამოს 3 საათი ვცეკვავ, ხოლო სექტემბრიდან 1 საათი ბალეტიც დაემატება ამ გრაფიკს.
– რა არის თქვენი შემდეგი გეგმა კონკურსებთან და ცეკვასთან დაკავშირებით?
– შემდეგი კონკურსი გვაქვს 20 აგვისტოს, ესტონეთში. რაც შეეხება ცეკვასთან დაკავშირებულ გეგმებს, სექტემბრიდანვე ვგეგმავთ კიდევ უფრო ინტენსიურად ვიმუშაოთ. შედარებით შორეული, ერთი წლის გეგმა კი არის ის, რომ ჯერ ტოპ 50 წყვილში შევიდეთ რეიტინგით და შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონობაზეც არ ვიტყვით უარს.

იტვირთბა....