aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მარგველაშვილსა და უსუფაშვილს შორის შეხვედრა რამდენიმე დღეში გაიმართება

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს შორის შეხვედრა უახლოეს დღეებში შედგება. ამის შესახებ საქართველოს პრეზდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, შეხვედრა მხოლოდ საპრეზიდენტო კანდიდატის საკითხზე არ გაიმართება.

“მანამდეც დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, რომ ჩემს ყოფილ კოლეგასთან, ბატონ დავით უსუფაშვილთან მექნება შეხვედრა. უბრალოდ, იმ მომენტიდან ძალიან ინტენსიური იყო ჩვენი მუშაობის გრაფიკი. ამ დღეებში შევხვდები და გავისაუბრებ მასთან, არა საპრეზიდენტო კანდიდატის თემაზე, არამედ, მოსაზრებებზე, როგორ ემსახურონ ჩვენს სამშობლოს”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

დავით უსუფაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს რამდენიმე დღის წინ ღია წერილით მიმართა, სადაც აღნიშნულია, რომ პრეზიდენტმა და ოპოზიციამ ერთად განიხილოს საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებული წინადადებები.

“მოგმართავ, განიხილო შენი მონაწილეობა ამ გეგმის დახვეწაშიც და შესრულებაშიც. თუ მზად ხარ, იყო ესოდენ საჭირო ახალი პოლიტიკური პროექტის თანაინიციატორი და შენი შემდგომი პოლიტიკური ნაბიჯები ამ ურთულესი საქმის ინტერესებს დაუქვემდებარო, ნატო-ს სამიტის შემდეგ მალევე ვისაუბროთ, მათ შორის, ამ საქმეში შენს დღევანდელ თუ ხვალინდელ როლზე”,- ნათქვამია უსუფაშვილის ღია წერილში.

იტვირთბა....