aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

მარგველაშვილი: ტატუნაშვილი-ოთხოზორიას საქმეზე საქართველომ სტრასბურგს უნდა მიმართოს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას მკვლელობებთან დაკავშირებით საქართველომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი განაცხადი უნდა შეიტანოს. პრეზიდენტის პოზიცია  ანა ნაცვლიშვილმა გაახმოვანა.

“ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი სამართლებრივი ტრიბუნა, რომლის გამოყენების შესაძლებლობა საქართველოს აქვს იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ, ძალიან მაღალი ლეგიტიმაციის და ავტორიტეტის მქონე ორგანოს მიერ დადასტურდეს, რომ რუსეთი დე ფაქტო აფხაზეთისა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელია და სწორედ მას ეკისრება პასუხისმგებლობა ყველა უფლებადარღვევაზე, რომელსაც ამ ტერიტორიებზე აქვს ადგილი“, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

მისი განცხადებით, როგორც წესი გადაწყვეტილებას ამ საკითხზე იღებს მთავრობა და სარჩელი კი, იუსტიციის სამინისტრომ უნდა მოამზადოს.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.

ტატუნაშვილის ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 20 მარტს გადმოასვენეს. ოკუპირებული რეჟიმის მსხვერპლ არჩილ ტატუნაშვილს შაბათს ქანდის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულმა რაშიდ კანჯიოღლიმ მოკლა.

რაშიდ კანჯიოღლის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით 14-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი და მკვლელობის და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებებით საქართველოს მოთხოვნით ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

იტვირთბა....