aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

მარგველაშვილი: “რატომ მიდიან თანამდებობიდან წარმატებული პრემიერ-მინისტრები, ეს მასკარადი უნდა დამთავრდეს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გიორგი კვირიკაშვილის მიერ თანამდებობის დატოვებაზე გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ კვირიკაშვილი სამუშაოდ ერთ-ერთი კომფორტული უმაღლესი თანამდებობის პირი იყო.

„კითხვები გაჩნდა იმ პოლიტიკურ პროცესთან დაკავშირებით, რომელიც განვითარდა გუშინ, როდესაც საქართველოს პრემიერი გადადგა დაკავებული თანამდებობიდან.

ჩემს გამოცდილებაში ოთხ უმაღლეს თანამდებობის პირთან მიმუშავია, ეს იყო ბატონი ღარიბაშვილი, კვირიკაშვილი, უსუფაშვილი, კობახიძე, შემიძლია ვთქვა, რომ ბატონი გიორგი ყველაზე  კომფორტულის სამუშაო პირი იყო, გასაგები ხედვით, რასაც აკეთებდა და რა მიმართულებითაც ავითარებდა ქვეყანას.

საზოგადოებისთვის გაჩნდა კითხვები რატომ წავიდა ბატონი კვირიკაშვილი თანამდებობიდან.

იმიტომ რომ იმ პროცესში, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით და რომელშიც ბატონი კვირიკაშვილის გუნდის ეკონომიკის მიმართულებას ავითარებდა, ვერ ვიტყვი,რომ ეკონომიკა საქართველოს და მოსახლეობის კეთილდღეობა უმაღლეს დონეზეა, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ წარუმატებელი იყო ბატონი კვირიკაშვილის საქმიანობა“-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მარგველაშვილის განცხადებით, კვირიკაშვილის მიერ, ეკონომიკის განვითრებისთვის გადადგმული ნაბიჯები წარუმატებლად ვერ შეფასდება.

სრულიად გაუგებარია, როცა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე არ ხდება კომენტირება და არ ხდება კომენტირება იმ მთავარ პრობლემაზე, რის გამოც საზოგადოება აქტიურად აპროტესტებს იმ პოლიტიკას, რომელიც ეხება მართლმსაჯულების პრობლემებს.

საზოგადოება დაახლოებით ერთი თვე არის ძალიან აქტიურად აფიქსირებს საკუთარ პოზიციას სამართლიანობასთან, მართლმსაჯულებასთან მიმართებაში და ჩვენ გვეძლევა ახალი ვერსია, რომ თურმე იუნისფის კვლევიდან გამომდინარე კვირიკაშვილს ვერ აუგია ეკონომიკური პოლიტიკა და ამის გამო მიდის პრემიერ მინისტრის, რომელიც სწორედ ამ მიმართულებით შეიძლება დახასიათდეს როგორც პრინციპული ნაბიჯების გადამდგმელი მიდის.

ყოველივე ეს და მათ შორის პრემიერის გუშინდელი გადადგომის მოხსენება სწორედაც, რომ ჩვენი ევროპული, გამჭვირვალე და საზოგადოებისთვის გასაგები პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი უნდა გახდეს.

გუშინ ბატონი პრემიერი წავიდა თანამდებობიდან და მან თქვა, რომ პარტიის თავმჯდომარეს ანუ ბიძინა ივანიშვილს უნდა მისცეს შესაძლებლობა, რომ დააკომპლექტოს ახალი მთავრობა.

მე მიმაჩნია, რომ ეს პროცესები ბევრად უფრო განჭვრეტადი, გასაგები და გააზრებული უნდა იყ ოს საზოგადოების მიერ. მიმაჩნია, რომ საზოგადოებისთვის გასაგები უნდა იყოს უცებ რატომ მიდიან პრემიერ მინისტრები, რომლებიც არიან წარმატებული პრემიერ მინისტრები, ისე როგორც წინა პრემიერის ღარიბაშვილის შემთხვევაში მოვისმინეთ, რომ ის იყო წარმატებული პრემიერი, რატომ მიდიან თანამდებობიდან წარმატებული პრემიერ-მინისტრები?- რა არის ამის უკან მდგომი არგუმენტი და რა პრინციპით, რა კრიტერიუმებით აირჩევიან ახალი პრემიერ მინისტრები და მე ვფიქრობ, რომ ეს მასკარადის პერიოდი, როდესაც უცებ ირჩევიან პრემიერ მინისტრები, რა პრინციპით ირჩევიან ეს საზოგადოებისთვის და ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის გაუგებარია უნდა დამთავრდეს,”-განაცხადა მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა.

იტვირთბა....