aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მარგველაშვილი – პრეზიდენტს აუცილებლად უნდა დაუტოვონ სარეზერვო ფონდი

aviabiletebi
ავიაბილეთები

გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო ფონდი არ უნდა გაუქმდეს.

როგორც მარგველაშვილმა დღეს პრეზიდენტის ფონდის საქმიანობის ანგარიშზე განაცხადა, აღნიშნული ფონდის პროექტებით პრეზიდენტი საზოგადოებასთან უშუალო შეხებაშია.

არააღმასრულებელი პრეზიდენტის ძალა იმ ადამიანებშია, რომლებიც ახორციელებდა ამ ფონდის პროექტებს. მინდა, მოვუწოდო იმ ადამიანებს, ვისაც ეხება ფონდის დაფინასების საკითხი, აუცილებლად დაუტოვონ პრეზიდენტს ეს შესაძლებლობა, რადგან ამ ფონდის პროექტებით პრეზიდენტი არის პიროვნულ შეხებაში ჩვენს საზოგადოებასთან. შესაბამისად, მოვუწოდებ ამ ადამიანებს, რომ არ შეუკვეცონ ახალ პრეზიდენტს ეს შესაძლებლობა“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით პრეზიდენტის სარეზერვო ფონდისთვის დაფინანსება გათვალისწინებული არ არის.

იტვირთბა....