aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მარგველაშვილი: ნატო-ს მხრიდან საქართველოს ალიანსში გაერთიანებისთვის დიდი ძალისხმევა იგრძნობა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “ლიტვის საზოგადოებრივ მაუწყებელთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველო სულ უფრო უახლოვდება ნატო-ს და ნატო სულ უფრო და უფრო აქტიური ხდება საქართველოს მიწაზე.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ნატო-ს მხრიდან საქართველოს ალიანსში გაერთიანებისთვის დიდი ძალისხმევა იგრძნობა.

”ჩვენ შორის ძალიან ძლიერი თანამშრომლობაა, რადგან ჩვენი მამაკაცები და ქალები სამხედრო ფორმაში მხარდამხარ იბრძვიან ბრძოლის ველზე. საქართველო სულ უფრო უახლოვდება ნატო-ს და ნატო სულ უფრო და უფრო აქტიური ხდება საქართველოს მიწაზე. დიახ, ჩვენ მოხარულნი ვიქნებოდით, რომ ნატო უფრო აქტიური ყოფილიყო და მეტი ნაბიჯი გადაედგა ამ მიმართულებით, მაგრამ ჩვენ ვუყურებთ თქვენს მაგალითს – აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მაგალითს და ვხედავთ, რომ უნდა ვიყოთ შეუპოვარნი, დავრჩეთ ჩვენი მორალის ერთგულნი და არ ვიყოთ იმედგაცრუებულნი იმ დაღლილობით, რომელიც ზოგჯერ ევროპაში და ზოგჯერ ჩვენს მოკავშირეებში შეინიშნება გაფართოების მხრივ“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთებულ ნაკლებად იმედისმომცემ განცხადებაზე დასმულ კითხვასაც უპასუხა.

„ჩვენ ვართ აღმოსავლეთ პარტნიორობის საზოგადოებაში ლიდერი ქვეყანა, ჩვენ ევროატლანტიკურ პარტნიორობას და ევროკავშირსა და ნატო-ში ჩართულობას არ ვხედავთ, როგორც ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტს, არამედ, როგორც ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარების საბოლოოდ მიზანს. ვფიქრობ, რომ ზოგიერთ ევროპულ დედაქალაქში ზარმა უკვე დარეკა. მიმაჩნია, რომ ევროკავშირი უფრო მეტს გაიგებს საქართველოს რეალური გარემოს, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისა და ამ პროცესში რუსეთის როლის შესახებ“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

დასმულ კითხვაზე , საქართველო უახლოვდებოდა თუ არა რუსეთს, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ”ვერ ვიტყოდი, რომ ოდესმე ჩვენ შორის დაძაბულობამ იკლო ისეთ საკითხებზე როგორებიცაა: ეროვნული იდენტობა, ქვეყნის სუვერენიტეტი, მომავალი პოლიტიკური ბედი და არჩევანის თავისუფლება”.

”ეს არ მომხდარა. ნება მომეცით დაგარწმუნოთ, რომ ქართული საზოგადოება ძალიან კარგად არის ინფორმირებული, ამ რამდენიმე წლის განმავლობაში, მიღწეული პროგრესის შესახებ-ვგულისხმობ ასოცირების ხელშეკრულებას, ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ნატო-სთან არსებით პაკეტს, ნატო-სთან დაახლოების მექანიზმებს და სხვა მიღწევებს.
საქართველოში თითოეულ ჩვენთაგანს, პოლიტიკოსსა, თუ ჩვეულებრივ მოქალაქეს, სურს ევროკავშირის და ნატო-ს, უფრო აქტიური ნაბიჯები საქართველოსთან მიმართებაში, მაგრამ ჩვენს დამოკიდებულებაზე ამ პროცესის ტემპს გავლენა არ აქვს. ჩვენ იმ მიმართულების და არჩევანის ერთგულნი ვრჩებით, რომელიც დასახულია არა ჩემს, ან ჩემი წინამორბედების მიერ, არამედ საუკუნეების წინ ქართველი ხალხის მიერ”, -აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

იტვირთბა....