aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დღეს პრეზიდენტი ბრიფინგს გამართავს: რაზე ისაუბრებს მარგველაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

პრეზიდენტი რამდენიმე საათში ბრიფინგს გამართავს. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, გიორგი მარგველაშვილის ბრიფინგი 17:00 საათზე დაინიშნა. პრეზიდენტი განცხადებას “მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით გააკეთებს. კერძოდ, ცნობილი გახდება ის აღნიშნულ ცვლილებათა პაკეტს ვეტოს დაადებს, თუ ხელს მოაწერს.

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო ტელევიზიების წარმომადგენლები, ასევე, მედიაექსპერტები პრეზიდენტს აღნიშნულ კანონპროექტზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდებენ, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს გიორგი მარგველაშვილი.

საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს უფლებამოსილება უფართოვდება და შეეძლება კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლები, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებები დამწყები საწარმოების (სტარტეპები) წახალისების, (ტელე, რადიო და ონლაინ პროდუქციის) ინოვაციური განვითარების, მაუწყებლობის სფეროში გარემოს განვითარების ხელშეწყობაზე მიმართოს. ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დასაშვები ხდება კომერციული რეკლამის განთავსება სამუშაო დღეებში.

გარდა ამისა, ”სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონი არ გავრცელდება დამოუკიდებელი კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ პროგრამაზე, რომლებსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერის არანაკლებ 25% დაეთმობა. ”სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონით დადგენილი შეზღუდვები ასევე არ გავრცელდება საზოგადოებრივ მაუწყებლის ეთერით გადასაცემი გადაცემების, ფილმების, სერიალების დამზადების მომსახურების შესყიდვაზე.

“მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები უმრავლესობის დეპუტატების მიერ არის ინიცირებული.

იტვირთბა....