aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მარგველაშვილი: ვიდრე არ იქნება „გირგვლიანის შესწორებები“ შესული ძალაში როგორც კანონი, იქამდე უნდა გავაჩეროთ სამუდამო დანიშვნები იუსტიციის საბჭოში

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართა.

მარგველაშვილის თქმით, სანამ არ იქნება “გირგვლიანის შესწორებები” შესული ძალაში მანამდე უნდა შეჩერდეს უვადო მოსამართლეების დანიშვნის პროცესი.

„გირგვლიანის შესწორებებს“ სასწრაფოდ უნდა დავუბრუნდეთ პარლამენტში. ვიდრე არ იქნება „გირგვლიანის შესწორებები“ შესული ძალაში როგორც კანონი, მათ შორის დაფუძნებული იმ პოლიტპატიმრების სიაზე და იმ ხალხზე ვინც მიბმულია ამ სიასთან, იქამდე უნდა გავაჩეროთ სამუდამო დანიშვნები იუსტიციის საბჭოში.

დავნიშნოთ სხვა მოსამართლეები ახალი ვადით. სამუდამო დანიშვნები გავაჩეროთ. იმედი მაქვს, რომ ეს იქნება მოსმენილი.„ გირგვლიანის შესწორებები” უნდა იქცეს კანონად და სისტემის გაჯანსაღება უნდა დაიწყოს”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ეს კანონი გიორგი მარგველაშვილის გადაწყეტილებას უკავშირდება, რომელიც ხელისუფლებას სთავაზობს ე.წ. გირგვლიანის შესწორებები  „ამინისტიის შესახებ“ კანონს დაეფუძნოს და სისტემურ დანაშაულში მონაწილე ადამიანები დაკავებული თანამდებობიდან გაანთავისუფლონ.

იტვირთბა....