aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მარგველაშვილი: “ვემხრობი საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას მარიხუანის მოხმარების ლეგალიზებაზე”

aviabiletebi
ავიაბილეთები

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის თქმით, ის  ადამიანთა იმ კატეგორიას მიეკუთვნება, ვისაც მარიხუანის, ალკოჰოლისა და სიგარეტის მოხმარება მავნე ჩვევად მიაჩნია.

“უნდა გავავლოთ ზღვარი. ცუდი და კარგი ჩვევა ერთია, მაგრამ მეორე საკითხია, ამის გამო ჩვენ რამდენად უნდა გვყავდეს ადამიანები ციხეში ჩასმული. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამ ზღვრის გავლება. აქ საუბარია იმაზე, რომ ამის გამო ადამიანები ციხეში არ უნდა იყვნენ. სრულიად სწორი, ღირებულებით გამართული და თავისუფლებაზე ორიენტირებული არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. სავარაუდოდ, ისინიც მიიჩნევენ, რომ მარიხუანის მოხმარება არ არის კარგი, მაგრამ უნდა ვიცოდეთ ზღვარი – ერთია, ადამიანს არ მოგწონდეს და მეორეა, ამის გამო ციხეში გაშვება. თავისუფალი საზოგადოება ამ ზღვარს აფართოებს და რაც უფრო გავაფართოვებთ, მით უფრო თავისუფლები ვიქნებით”, – თქვა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.

პრეიზდენტის თქმით, ის მხარს უჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მარიხუანის მოხმარების ლეგალიზების შესახებ და უპასუხისმგებლოს უწოდებს იმ ადამიანთა მოთხოვნებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების ინიციატივით გამოდიან

იტვირთბა....