aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„მარგველაშვილის წინააღმდეგ ბინძური ომის ახალი კამპანია დაიწყო“: პრეზიდენტს შეწყალების საქმეებზე „ოცნება“ გამოძიებით ემუქრება

aviabiletebi
ავიაბილეთები

იურისტი ლია მუხაშავრია „მეტრონომთან“ აცხადებს, რომ “ქართულმა ოცნებამ” პრეზიდენტის წინააღმდეგ ახალი ომი წამოიწყო. მისი თქმით, ამჯერად მმართველი პარტია მარგველაშვილს კორუფციაში ადანაშაულებს და ვარაუდობს, რომ თუ მმამრთველ გუნდს დასჭირდება, სააკაშვილის შემდეგ, ახლა უკვე გიორგი მარგველაშვილიც  დევნის სამიზნე გახდეს.

მუხაშავრია მბობს, რომ შეწყალების კომისიაში არსებულ კორუფციაზე საუბარი უბრალოდ სამარცხვინოა. იურისტი აცხადებს, რომ სააკაშვილის შეწყალების საქმესა და მარგველაშვილის მიერ შეწყალებულ საქმეებზე დიდი განსხვავებაა. მუხაშავრია ამბობს, რომ სააკაშვილს ბრალი გირგვლიანის მკვლელობაში ბარლდებულების შეწყალებაზე დასდეს და ამაზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილება არსებობდა. იქ  კი  საუბარი იყო იმაზე, რომ სააკაშვილი ევროკონვენციის დარღვევაში მონაწილეობდა. ამიტომ საქართველო ევროსასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების თვალსაზრისით, ვალდებული იყო, რომ რამე გაეკეთებინა.

„მარგველაშვილის მიერ შეწყალებული პირების საქმეზე, არც ევროსასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს და არც სხვა რაიმე სასამართლოსი, რომელიც მარგველაშვილის გადაწყვეტილების უკანონობაზე ან კორუფციაზე საუბრობს. არ არსებობს არანაირი საფუძველი, რომ პრეზიდენტს შეწყალების გამო ვინმე მოედაოს, ეს არის მისი კონსტიტუციური უფლება.

დარწმუნებული ვარ გაუჭირდება საქართველოს პროკურატურას კი არა, ნებისმიერ საგამოძიებო ორგანოს, რომ მის წინააღმდეგ რამე ხელჩასაჭიდი იპოვოს. ეს არის მარგველაშვილის წინააღმდეგ ბინძური ომის დაწყების ახალი გამოვლინება, რომელიც განსაკუთრებით იმიტომ გამძაფრდა, რომ საარჩევნო წელია და მმართველ გუნდს არ ჰყავს მისი საპირწონე კანდიდატი და მარგველაშვილის რეიტინგის ეშინიათ.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს ე.წ. სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც მარგველაშვილის მიერ შეწყალებული ადამიანებიდან ხუთი წლის განმავლობაში 600-მა დანაშაული ჩაიდინა არასწორია. ფაქტი ის არის, რომ სააკაშვილმა მმართველობის ბოლო წელს ბევრი მძიმე დანაშაულში ბრალდებული პირი  შეიწყალა, სწორედ ეს პირები ჩადიან განმეორებით დანაშაულს. მარგველაშვილს ამაზე გადაბრალება სწორი არ არის. ეს არის სრულიად გამიზნული მესიჯბოქსები, რომელსაც „ოცნება“ ახლა წინასაარჩევნოდ პრეზიდენტის წინააღმდეგ ბინძურად იყენებს”,-განაცხადა მუხაშავრიამ “მეტრონომთან”.

შეგახსენებთ, რომ პატიმრების შეწყალების საქმეებში შესაძლო კორუფციაზე პარლამენტის სპიკერმა განაცხადა და ამის შემდეგ ლამის მთელმა “ოცნებამ” ილაპარაკა იმაზე, რომ შეწყალების საქმეებში “კითხვები არსებობს” და “ფაქტებს შესწავლა უნდა”.

იტვირთბა....