aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

aviabiletebi
ავიაბილეთები

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროკურატურამ “თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. “მეტრონომი” ინფორმაციის გადასამოწმებლად პროკურატურის პრესასთან ურთიერთობის დეპარტამენტს დაუკავშირდა. როგორც მისმა ხელმძღვანელმა ნათია სუხიაშვილმა გვითხრა, ამ ეტაპზე ის ელოდება პასუხს პროკურატურის შესაბამისი სამსახურიდან და სათანადო ინფორმაციის მიღების შემდეგ დაგვეკონტაქტებიან.

როგორც ირკვევა, გამოკითხვაზე დაბარებული იყო რამდენიმე პირი, რომელთა შორის იყვნენ ისეთი ბიზნესმენები, ვისაც წინა ხელისუფლების დროს გარკვეული პრობლემები შეექმნათ სამართალდამცველ უწყებებთან.

საქმის წარმოების მთავარი თემა: ჩართული იყო თუ არა მამუკა ხაზარაძე საპროცესო გარიგებების გზით დიდი ოდენობით თანხების გათეთრებაში სააკაშვილის ხელისუფლების დროს. მოგეხსენებათ, ბიზნესმენთა გარკვეული ნაწილი, რომლებსაც სამართლებრივი პრობლემები ჰქონდათ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, საპროცესო თანხას “თიბისი ბანკში” ქონების დაგირავებით იხდიდნენ.

“მეტრონომი” შეეცადა “თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან, მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებას. სამწუხაროდ, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტთან დაკავშირება ვერ მოხეხრდა. როგორც ბანკის საინფორმაციო სამსახურში გვითხრეს, მათი წარმომადგენლები თათბირზე იყვნენ. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ასისტენტმა გადმოგვცა და გვირჩია, რომ ელექტრონული ფოსტით გვესარგებლა მათთან ურთიერთობისას.

მოგვიანებით, “მეტრონომმა” “თიბისი ბანკიდან” მობილურზე მოკლე ტექსტური შეტყობინენა მიიღო, სადაც ეწერა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით “თიბისის” პიარის განყოფილებას მსგავსი ინფორმაცია არ აქვს.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ, ბევრი ითქვა და დაიწერა მისი და მამუკა ხაზარაძის შესაძლო ალიანსზე, რაც, ერთ-ერთი ვერსიით გახდა კიდეც ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი კვირიკაშვილს შორის დაპირისპირების მიზეზი.

იტვირთბა....