aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მამუკა მდინარაძე: “პრეზიდენტის ვეტოს მხარდამჭერი არგუმენტები, მაინც და მაინც, სიმყარით არ გამოირჩეოდა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის ვეტოსთნ დაკავშირებით მმართველ პარტიაში აზრთა სხვადასხვაობაა.

“საკმაოდ მყარი არგუმენტები იყო ერთ და მეორე მხარეს, მაგრამ ბოლო შეხვედრების შემდეგ აღმოჩნდა, რომ პრეზიდენტის ვეტოს მხარდამჭერი არგუმენტები, მაინც და მაინც, სიმყარით არ გამოირჩეოდა, თუმცა, ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილავთ ამ საკითხს.

ერთი დეპუტატი მამუკა მდინარაძე მოკლებულია შესაძლებლობას წინასწარ გავაკეთო შეფასება, რადგან მე არ მინდა შევზღუდო ჩემი ფრაქციის წევრები წინასწარი პოზიციით, ამიტომ წინასწარ აზრს ვერ დავაფიქსირებ. ზოგადად არგუმენტები, რომ ჩვენ პრეზიდენტის ვეტო გავიზიაროთ არის შედარებით სუსტი. მაგრამ როცა საუბრობენ მაგალითად იმაზე, რომ თუ 2012-2013 წლების შემდეგ სარეკლამო ბაზარმა იკლო, ეს არ არის მართალი, აქედან გამომდინარე, ამ არგუმენტის გამოყენება საფუძვლად სხვა დანარჩენი პოზიციისა, რომელიც ამყარებს პრეზიდენტის პოზიციას, არის შეუძლებელი. ასეთივე არგუმენტები ხმოვანდება ბოლო დღეების განმავლობაში. ადამიანები პარლამენტში დადიან მხოლოდ და მხოლოდ მესიჯბოქსით და არა არგუმენტებით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირას პარლამენტი „მაუწყებელობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს უყრის კენჭს.

იტვირთბა....