aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

მამუკა ბახტაძე ხვალ ბილ გეიტსს შეხვდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ხვალ ბილ გეიტსს შეხვდება.

მინისტრის თქმით, ჩქაროსნული მაგისტრალის და ღრმაწყლოვანი პორტის პროექტების განხორციელებაში მსოფლიო ბანკი აქტიურად აპირებს ჩარევას.

“ინფო 9”-ის ინფორმაციით, თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ჩინეთთან და ევროკავშირთან – ეს იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკში გამართულ შეხვედრაზე, სადაც საქართველო სპეციალური სტუმრის სტატუსით მიიწვიეს. არ არის გამორიცხული, უახლოეს მომავალში ქართულ-ჩინური საწარმოები ამოქმედდეს, პროდუქცია კი ევროკავშირის ბაზარზე გავიდეს.

დაგეგმილია შეხვედრები უცხოელ ინვესტორებთან. მთავარი აქცენტი ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებაზე გაკეთდება.

მამუკა ბახტაძე ხვალ მაიკროსოფტის დამფუძნებელ ბილ გეიტსს შეხვდება.

მინისტრი აშშ-ში 18 აპრილს გაემგზავრა.

იტვირთბა....