aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

მამუკა ბახტაძე – ბანკების “შავ სიებთან” დაკავშირებით, საინტერესო წინადადების პრეზენტაცია გაიმართება

aviabiletebi
ავიაბილეთები

პრემიერმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა იმ მოქალაქეებთან დაკავშირებით, რომლებიც ბანკების “შავ სიებში” არიან მოხვედრილები.

ბახტაძის თქმით, შემოდგომაზე ამ თემასთან დაკავშირებით საინტერესო წინადადების პრეზენტაცია გაიმართება.

„რაც განვაცხადე პარლამენტის ტრიბუნიდან, არის ის, რომ ჩვენი მოქალაქეები, დაახლოებით 650 ათასი ადამიანი, მოკლებულია შესაძლებლობას, განახორციელოს ნორმალური ეკონომიკური აქტივობა ქვეყანაში. ეს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ბარიერია, რომ მივაღწიოთ ინკლუზიურ ზრდას. ვახორციელებთ ძალიან ბევრ რეფორმას, მაგრამ თუ ამ რეფორმების შედეგი ვერ აისახა მოსახლეობის დიდ ნაწილზე, ეს ბარიერია, რომელსაც გადაჭრა სჭირდება“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

იტვირთბა....