aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მამა შალვა ზაზა სარალიძისა და პატრიარქის შეხვედრის ამსახველ ფოტოებს ავრცელებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

მამა შალვა კეკელია ზაზა სარალიძისა და პატრიარქის შეხვედრის ამსახველ ფოტოებს ავრცელებს.

ზაზა სარალიძე მეუღლესთნ და შვილთან ერთად პატრიარქს შეხვდა.

შეხვედრა უკვე დასრულდა და ზაზა სარალიძემ პირველი კომენტარი გააკეთა.

“ემოციებით ვართ გამოსული, ისეთ თემაზე ვისაუბრეთ, რაც ჩემი შვილის მკვლელობას ეხება. „მეუღლე და ბავშვი მახლავს, ემოციებით ვართ გამოსულები. ისეთ თემაზე ვისაუბრეთ, რაც ჩემი შვილის მკვლელობას ეხება. არ მინდა ჩემმა მეუღლემ თავი ცუდად იგრძნოს. 6 თვეა ადამიანს ხმა არ ამოუღია“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წინ აქცია #ნუმომკლავ მიმდინარეობს. ის ზაზა სარალიძის მიერ არის ორგანიზებული. აქციის გამართვა მას შემდეგ გადაწყდა, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ, 6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა. ის დამნაშავედ არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო. მეორე ბრალდებულიც სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ გამოაცხადა, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ სცნო

ორი დღის წინ, ღამით, აქციაზე მისულ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს სიტყვის თქმა არ აცალეს, ბოთლები ესროლეს და ის იძულებული გახდა დაეტოვებინა საპროტესტო აქცია. მანამდე ის ზაზა სარალიძესთან მივიდა, მიუსამძიმრა და გადაეხვია.

მოგვიანებით, მან კანცელარიაში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ვერ ხედავს გადადგომის მიზეზს. მან საქმის გამოძიება, რომლის გამოც დაიწყო არეულობა, შსს-ს გადასცა. კვირიკაშვილის თქმით, შს მინისტრ გახარიასთან ერთად ის პირადად მიადევნებს თვალს გამოძიებას.

მანამდე, საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა. მან ეს გადაწყვეტილება ხორავას ქუჩის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ მიიღო.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

იტვირთბა....